გია ვოლსკი - ჩვენ არ ველოდით, რომ ყველა თემაზე სიამტკბილობა გვექნებოდა პრეზიდენტთან, თუნდაც შეწყალების საკითხთან დაკავშირებით

ჩვენ არ ველოდით იმას, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით სიამტკბილობა გვექნებოდა პრეზიდენტთან ან ერთნაირ პოზიციებს გამოვხატავდით, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც შეწყალება ჰქვია,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა გიორგი ვოლსკის ჰკითხეს, არსებობს თუ არა დაპირისპირება პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის, რადგან იუსტიციის მინისტრი სალომე ზურაბიშვილს გამოკითხვაზე მისვლისკენ მოუწოდებს. საპასუხოდ ვოლსკიმ განაცხადა, რომ “ყველაფერს შეიძლება დაპირისპირება დაარქვან”.

“არსებობს დამოუკიდებელი პოზიციები, რა ნიშნითაც შეირჩა პრეზიდენტობის კანდიდატი. ჩვენ არ ველოდით იმას, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით სიამტკბილობა გვექნებოდა ან ერთნაირ პოზიციებს გამოვხატავდით, თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც შეწყალება ჰქვია. არა მარტო თეა წულუკიანმა, რამდენადაც მახსოვს მამუკა მდინარაძემაც გააკეთა განცხადება. თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, უნდა მივიდეს, როგორც პრემიერ-მინისტრი მივიდა და ნებისმიერი ჩვენთაგანი, კითხვები თუ იქნება, გასცეს პასუხები”,-განაცხადა ვოლკსიმ.

რაც შეეხება შეწყალებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს, ვოლკსი ამბობს, რომ “მორატორიუმი რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს”.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს