გია ვოლსკი - ადამიანებს, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და დღეს “ევროპულ საქართველოს” უწოდებენ თავს, არ აქვთ მორალური უფლება, ვიღაცას გაახსენონ წარსული

ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და დღეს “ევროპულ საქართველოს” უწოდებენ თავს, უშუალოდ შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ რეჟიმის დროს, რომელსაც ემსახურებოდნენ, არაფრით იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ მორალური უფლება, ვიღაცას გაახსენონ წარსული,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლკსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ “ქართული ოცნების” დეპუტატის სიმონ ნოზაძის მისამართით საბჭოთა წარსულის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, გიგა ბოკერიამ და სხვებმაც უნდა გადახედონ შეფასების კრიტერიუმს.

“ერთი თემაა, რომ ჩვენ საბჭოთა წარსულში ვცხოვრობდით. ძალიან ბევრი წესიერი ადამიანი საბჭოთა წარსულიდანაც ვიცი და დღევანდელი ახალგაზრდობიდანაც, ვისაც არ ახსოვს წარსული. უფრო უხეშად რომ არ ვთქვათ, ცუდი ადამიანები წარსულიდანაც ვიცი და დღევანდელი მდგომარეობიდანაც ძალიან ბევრი შეიძლება შევაფასოთ ამ კრიტერიუმებით. გიგა ბოკერიამაც და სხვბემაც უნდა გადახედონ შეფასების კრიტერიუმს. ადამიანები, რომლებიც აუპატიურებდნენ , აწამებდნენ და დღეს “ევროპულ საქართველოს” ეძახიან თავს, უშუალოდ შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ რეჟიმის დროს, რომელსაც ემსახურებოდნენ არაფრით იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ მორალური უფლება, ვიღაცას გაახსენონ წარსული. რასაკვირველია, წარსულით ადამიანი იზომება, მაგრამ მისი საქმიანობიდან გამომდინარე და არა იმ სისტემაში ცხოვრებით, სადაც ათასი ვაჟკაცი ადამიანი და უწესიერესი ქალბატონი ცხოვრობდა “,-განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს