კახა კალაძე - მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, არა მხოლოდ შემადგენლობებისა და ვაგონების თვალსაზრისით - ინფრასტრუქტურა არის კატასტროფულ მდგომარეობაში

მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა არა მხოლოდ შემადგენლობებისა და მეტროს ვაგონების თვალსაზრისით, არამედ ინფრასტრუქტურა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. რაც მეტრო გაიხსნა, ძირეული რეაბილიტაცია, ცვლილებები არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თბილისის მერი დედაქალაქში განხორციელებულ სატრასნპორტო რეფორმაზე საუბრისას მეტროში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც შეეხო. როგორც კალაძემ განაცხადა, მიმდინარეობს გამნიავებელი აგრეგატების გამოცვლა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს არის დამონტაჟებული. თბილისის მერის თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება.

„აქაც შემიძლია დავიტრაბახო, რომ პირველი, ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ასეულ მილიონს ხარჯავს, იმისათვის, რომ მეტრო იყოს მოწესრიგებული. ახლა, დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება. რამდენიმე დღის წინ ჩავედით და სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელიც ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს. ბოდიშის მოხდა მოგვიწია მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ ერთი საათით ადრე წყვეტს მეტრო მუშაობას, რათა სამუშაოები დროულად იქნას წარმოებული“, - განაცხადა კხა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, 60 ერთეული მწვანე ავტობუსები, რომელიც დედაქალაქს უხდება და მოსახლეობას ემსახურება, ძალიან კომპაქტურია და დაკვირვებებით ჩანს, რომ მიკროავტობუსების მგზავრები ახალი ავტობუსებით გადაადგილებას ანიჭებენ უპირატესობას.

„მიკროავტობუსების მდგომარეობა, თუ რა პირობებში უწევთ მგზავრებს გადაადგილება, როგორი მძიმეა იქ სიტუაცია... რა თქმა უნდა, არჩევანი არის ახალი ავტობუსი და რა თქმა უნდა, ისინი (მიკროავტობუსები) კარგავენ მგზავრებს. 2030 წლამდე აქვთ მათ (მიკროავტობუსების მძღოლებს) ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობის პირობებში გაფორმდა. ჩვენთვის მთავარი არის, რომ კომპანია დავავალდებულოთ, მოვთხოვოთ ახალი ავტობუსების შემოყვანა. ამაზე უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და ჩვენი მიდგომაა, რომ როგორც მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ასევე მიკორავტობუსების ჩანაცვლება უნდა განახორციელოს კომპანიამ. თუ როგორი ავტობუსები იქნება და რა მარკა იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციები აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა