დავით ზალკალიანი - სირცხვილია, როცა „მაპის“ არმიღებას ისე ჰყიდდნენ საზოგადოებაში, რომ „მაპზე“ უფრო მეტი მივიღეთ

მე ვეკითხები მათ, მაშინ, როცა კონფლიქტი ახალი დამთავრებული იყო 2008 წლის შემდეგ და ყველამ კარგად იცის, გაცილებით მარტივია, როცა საკითხი ცხელია, როცა მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, თუნდაც, ის ახალი დასრულებული იყოს, რომ მიაღწიო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრ ზემოქმედებას ოკუპანტ ძალაზე. რატომ ვერ მიაღწიეს მათ სანქციებს რუსეთის წინაარმდეგ. ამაშია საქმე. ეს არის სირცხვილი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სირცხვილია ის, რომ ადამიანებს ციხეში აწამებდნენ, სირცხვილია ის რომ აპატიმრებდნენ სატელიტურ ანტენებს, სირცხვილია ის, რომ ადამიანებს საკუთრების უფლება ჰქონდათ წართმეული, პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატების განდევნა და ამ პროცესს ეს ჩვენი კოლეგები დღევანდელი ხელმძღვანელობდნენ მაშინ, როცა ისინი ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი.

სირცხვილია ის, რომ საქართველო საერთოდ გამქრალი იყო 2008 წლის შემდეგ, გაიხსენეთ, რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008 წლის შემდეგ, მხედველობაში არ მაქვს კონფლიქტის დაცხრომასთან დაკავშირებული მედიაცია, რომელსაც პრეზიდენტი სარკოზი და მაშინელი ლიდერები აწარმოებდნენ. რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში? - არც ერთი. 2012 წლამდე რამდენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და შეადარეთ დღევანდელ მდგომარეობას, როგორი ვიზიტები გვაქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის სირცხვილი და პასუხი მათ ქმედებებზე.

სირცხვილია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ვაჭრობა ორმხრივი შეხვედრების ორგანიზების კუთხით. ეს არის სირცხვილი. მე მინდა რომ ამ ყველაფერზე საზოგადოებას ჰქონდეს მკაფიო და ნათელი შეფასება. ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს.

სირცხვილია, როცა „მაპის“ არმიღებას ისე ჰყიდდნენ საზოგადოებაში, რომ „მაპზე“ უფრო მეტი მივიღეთ. სირცხვილია ის მაღალი მოლოდინები, რომელსაც უქმნიდნენ ვიზალიბერალიზაციასთან და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და პარალელურად, სინგაპურზე საუბარი. ძალიან ბევრი რამეა მათ ქმედებებში სირცხვილი და მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს ეს. არ ვაპირებდი ამ თემებზე გამოსვლას, მაგრამ სამწუხაროდ მომიწია და ვიმეორებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური კორპუსი, თქვენთან, პარლამენტთან ერთად გააგრძელებს ძალიან აქტიურ საქმიანობას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის კუთხით, კიდევ უფრო მეტი შედეგის დადების თვალსაზრისით, ნატოში ინტეგრაციის კუთხით და რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ამოცანა ჩემთვის არის ქვეყნისთვის საფრთხეების აცილება, მინიმიზაცია გამოწვევების, რათა უზრუნველყოთ საქართველოში სტაბილურობა, რის გარეშეც არ არსებობს არც განვითარება, არც კეთილდღეობა,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, დავით ზალკალიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო