ევროკავშირის სამიტზე „ბრექსითის“ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრმა 27 ქვეყნის ლიდერმა ბრიუსელში გამართულ დღევანდელ სამიტზე მხარი დაუჭირეს ახალ შეთანხმებას „ბრექსითის“ შესახებ, რომელზეც მანამდე ლონდონი და ევროკავშირი შეთანხმდნენ. ამის შესახებ საუბარია სამიტის შემდეგ ლიდერების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„როგორც ჩანს, მივაღწიეთ ფინალურ ეტაპს“, - განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ევროსაბჭო შეთანხმების ამუშავებას 1 ნოემბრიდან ელოდება.

შეთანხმება ითხოვს ევროპული და ბრიტანული პარლამენტების მხარდაჭერას. გეგმის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს შეიკრიბება, რათა შეთანხმების რატიფიცირება განახორციელოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა