კახა კალაძე - არ მგონია, რომ ხაზარაძემ სექსისტური განცხადებებით და 1990-იანი წლების ვორდინგით, დიდი ხნის განმავლობაში მოახდინოს თავის რესპექტაბელურობის წარმოჩენა

მე ადამიანურად ვურჩევდი მამუკა ხაზარაძეს - არ მგონია, რომ ამ სექსისტური განცხადებებით და 1990-იანი წლების ვორდინგით, დიდი ხნის განმავლობაში მოახდინოს თავის რესპექტაბელურობის წარმოჩენა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

რაც შეეხება ხაჭაპურთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის მიერ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, კალაძე მიიჩნევს, რომ „ეს მისი მხრიდან წამოცდენა იყო“.

მამუკა ხაზარაძესთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, ბიზნესიდან გამომდინარე ვიცნობდი ამ ადამიანს, შეიძლება ითქვას, ბადრისთან უფრო... სხვადასხვა საკითხებზე გვქონდა შეხება, ქალაქის მერი ვარ, მანამდეც, როცა ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი სხვადასხვა პროექტები ჰქონდათ. არასდროს მიმიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ ჩემი თანამდებობა, პოლიტიკური რესურსი გამომეყენებინა ვინმეს წინააღმდეგ. ამას არასდროს ვიკადრებ. ვინც დადებითად არ არის განწყობილი, შეიძლება კარგ რამეს აკეთებს და ამაში მე ხელი შევუშალო, ეს ჩემი მხრიდან არასწორი იქნება. დღესაც ამ პრინციპებით ვცხოვრობ. ისინი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. მერიასთანაც აქვთ შეხება. სხვათა შორის „თიბისი ბანკი“ დედაქალაქის მერიას ემსახურება და საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მამუკა ხაზარაძის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები აჩენს კითხვის ნიშნებს, „როგორ გახდა ეს ადამიანი წარმატებული, ისეთ შეცდომებს უშვებს“.

„თუმცა დაველოდოთ, ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ისე დაიწყო პოლიტიკაში, როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო