მექსიკაში „ელ ჩაპოს“ ვაჟის დაკავებას სროლა და ქაოსი მოჰყვა

მექსიკის პოლიციამ ქალაქ კულიაკანში ნარკობარონ ხოაკინ გუზმან ლოერას, იგივე „ელ ჩაპოს“ ვაჟი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დაკავების ფაქტი დაადასტურეს.

ოვიდიო გუზმანის დაკავებას, რომელიც თავის ძმებთან ერთად მამის დაკავების შემდეგ სინალოას კარტელს ლიდერობდა, კულიაკანში ინტენსიური სროლები და არეულობა მოჰყვა.

შეიარაღებულმა პირებმა დაწვეს ავტომობილები და ბენზინგასამართი სადგურები. გავრცელებული ინფორმაციით, ქაოსის დროს ქალაქის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ, თუმცა გაქცეულ პატიმართა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიცია გარაცვალების შემთხვევებს ვერ ადასტურებს, თუმცა ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ წევს ქუჩებში რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ელ ჩაპოს“ ვაჟი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც მექსიკის უსაფრთხოების მინისტრმა ალფონსო დურაზომ „როიტერსს“ განუცხადა, მათ ოვიდიო გუზმან ლოპესი გაათავისუფლეს, რათა ამ გზით „ადამიანების სიცოცხლე დაეცვათ.“

62 წლის ხოაკინ გუზმანი ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალდებულად 10 დანაშაულში, მათ შორის ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში, ცნო. ის მექსიკის ციხიდან 2015 წელს გაიქცა, მაგრამ კვლავ დააკავეს და 2017 წელს მისი აშშ-ში ექსტრადირება განახორციელეს. ხოაკინ გუზმანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო