მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის  შეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციას მაშინ დაასრულებს, როცა ტერორისტები უსაფრთხოების ზონას დატოვებენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, სირიაში თურქეთის ანტიტერორისტული ოპერაციის დროებით შეჩერება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს.

„როდესაც ოპერაციას შევაჩერებთ, აშშ სანქციების დაწესების მცდელობას შეაჩერებს, ოპერაციას კი მაშინ დავასრულებთ, როცა წინაპირობები შესრულდება,“ - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ და დასძინა, რომ ოპერაცია მაშინ დასრულდება, როცა „ქურთების სახალხო დაცვის ტერორისტები რეგიონს დატოვებენ.“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ თურქეთი და აშშ ქურთების სახალხო დაცვის (YPG) შეიარაღების შეგროვებასა და მათი ფორტიფიკაციებისა და სხვა პოზიციების გაუვნებელყოფაზე შეთანხმდნენ.

„ამერიკულმა მხარემ გააცნობიერა უსაფრთხოების ზონის მნიშვნელობა”, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისი მტკიცებით, შეთანხმება მიღწეულია იმაზე, რომ „უსაფრთხოების ზონა“ თურქეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოექცევა.

გუშინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ განაცხადა, რომ თურქეთი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა. მისი თქმით, თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთულ ძალებს შესაძლებლობა მიეცეთ, 120 საათის განმავლობაში “უსაფრთხოების ზონა” დატოვონ.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო