გენერალური პროკურორი - გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას და აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს

გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას და აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ლობირებს თუ არა მისი მეუღლის იურიდიული კომპანია რაიმე ფირმას.

შალვა თადუმაძის თქმით, მისი მეუღლე იურიდიულ კომპანიას ფლობს, უბრალოდ, თავად არ ეწევა იურიდიულ საქმიანობას.

„ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა. მე გავერკვევი, თუ ლობირებს ჩემი მეუღლე რომელიმე კომპანიას და აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თქვენს სიუჟეტს შვიდი წელია ვუყურებ და მე მგონი, მეტი სიუჟეტი თქვენ არ გაქვთ, იმიტომ, რომ თქვენ იგონებთ რაღაც ამბებს. მე ხუთი წლის უკან გენერალური პროკურორი არ ვიყავი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა