ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თსუ-ს შორის, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო-შეთანხმებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკთან ერთობლივი მუშაობით, ევროკავშირიდან, მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნოლოგიების კომერციალიზაციისთვის, 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. სააგენტოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე იქმნება სისტემა, რომელშიც განხორციელდება ტექნოლოგიების გადაცემის პროცესი“,- განაცხადა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ვინსენტ რეის განცხადებით, „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ამბიციას, ჰქონდეს კიდევ უფრო ინოვაციური ეკონომიკა“.

„აღნიშნული პროექტის მეშვეობით, ჩვენ საუკეთესო იდეებს ნოვატორულ პროდუქტებად და სერვისებად ვაქცევთ“, - ვინსენტ რეიმ.

ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც პასუხობს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს. შედეგად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს შეუწყობს სამეცნიერო ინოვაციების განვითარებას კომერციალიზაციისთვის მომზადებასა და ტექნოლოგიების გადაცემას. პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით.

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ იქნა აპლიკაციები, რომელთა შესწავლის შედეგად შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტები. 2019 წლის აპრილიდან აქტიურად მიმდინარეობს ტექნოლოგიების მზაობის მე-4 დონეზე (TRL4) და ტექნოლოგიის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დეტალური შესწავლა და მათი ბიზნეს-პოტენციალის შეფასება. შერჩეულ პროექტებზე მომზადდება კომერციალიზაციის გეგმა, რომელზე დაყრდნობით საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკთან ერთად უზრუნველყოფს კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე პროექტების დაფინანსებას. გარდა ამისა, მოხდება პოტენციური ბიზნეს-პარტნიორებისთვის პროექტების შეთავაზება ტექნოლოგიის დანერგვის მიზნითა და აღნიშული ტექნოლოგიის ლიცენზირების გზით.

2020 წელს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შერჩეული პროექტებისთვის 1 მილიონ ევრომდე ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა