არჩილ თალაკვაძე - ჩვენი გადასაწყვეტი არაა, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ კანონების შექმნაზე

ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე. ჩვენ ვართ საპარლამენტო ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ კანონების შექმნასა და მისი აღსრულების მონიტორინგზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შეწყალების საკითხთან და პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მორატორიუმთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს სამმაგი სტანდარტი აქვს.

"შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის დამოკიდებულებას, რასაც დავარქმევდი სამმაგ სტანდარტს. როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და N რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პოლიტიკურად პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება ანუ როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია. ამიტომ მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, საკითხის თაობაზე საზოგადოებაში კითხვები დღესაც არსებობს.

"დღესაც აქვს კითხვები საზოგადოებას შეწყალებაზე, ამიტომ მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩართოს ამ პროცესში. ეს არის მისი კომპეტენციის სფერო, მისი დისკრეცია. ამას არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება და პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა შევიდეს ცვლილებები. პრეზიდენტმა უკვე მოგვმართა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ თანამშრომლობაზე", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია.

"იმ ფონზე,როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, დაინერგა ალტერნატიული მეთოდები პატიმრობის, როგორიც არის ელექტრონული პატიმრობა, როგორიცაა ღია დაწესებულებები, სადაც პატიმრებს აქვთ ოჯახთან კავშირების შენარჩუნების შესაძლებლობა, ასევე ისეთი დაწესებულებები, სადაც მაგალითად, შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ, რომ

ოჯახებში გაატარონ დრო, ვფიქრობ, თვითონ შეწყალების, როგორც მექანიზმის მნიშვნელობა შეუდარებლად შემცირებულია დღეს. რიცხვებშიც თუ ნახავთ, თანდათან ამ წლების განმავლობაში მცირდებოდა შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა