არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის განხილვა ვერ შეჩერდება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს, ამიტომ, მისი კანდიდატურის განხილვა ვერ შეჩერდება. ასე უპასუხა თალაკვაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, არასამთავრობოების რეკომენდაციაა, რომ შეჩერდეს თადუმაძის კანდიდატურის განხილვა, ვიდრე არ გაირკვევა მისი დიპლომის საკითხი.

„ბატონი თადუმაძის კანდიდატურა უკვე იყო მოსმენილი კომიტეტის სხდომაზე, შესაბამისად, ვერ შეჩერდება. რაც შეეხება კანდიდატების კენჭისყრას, კენჭისყრამდე, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს. ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოება დაინტერესებულია და აუცილებლად, მიიღებენ პასუხებს კითხვებზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო