ლევან გოგიჩაიშვილი - შალვა თადუმაძის დიპლომი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, პრობლემას წარმოადგენს მისი სიაში იმ ხალხთან ყოფნა, ვისაც წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა

გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს მისი ერთად ყოფნა სიაში იმ ხალხთან, ვისაც ის წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიპლომის ნამდვილობის დადგენას იურიდიული კომიტეტი ცდილობდა, თუმცა ეს საკითხი შეაჩერა.

„როცა მუხროვანის ე.წ. ამბოხის საქმეზე ის წარმოადგენდა იმ ადამიანების დამცველს, რომელიც ჩემი აზრით და ბოლოს აღიარა პარლამენტმაც, რომ იყვნენ უკანონოდ დაკავებულები და მეორე მხარეს წარმოადგენდა თამარ ალანია, სად გადის პრინციპების ზღვარი და მორალური ხაზი მისი ასეთ საკითხებში, ესაა მნიშვნელოვანი. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის არის გაბინაშვილთან ერთად კანდიდატი, ჩინჩალაძის „კლანთან“ ერთად არის კანდიდატი. ეს არის ჩემთვის პრობლემა და მე მოვუწოდებ იმ ორგანიზაციებს ვისაც გული შესტკივა წარსულზე და კანონის უზენაესობაზე, ამ საკითზებზეც გააკეთონ ხანდახან კონცენტრირება“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს