მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარებმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემების შესახებ ისაუბრეს და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

მიხეილ ბატიაშვილმა არაიკ არუთიუნიანი ზოგადი განათლების მიმართულებით ბოლო დროს გატარებული რეფორმის შედეგები გააცნო, რომლებიც სკოლებში ახალი პედაგოგების შესვლას, პედაგოგთა ხელფასების გაზრდასა და სისტემიდან საპენსიო ასაკის პედაგოგების ღირსეულ გასვლას უკავშირდება. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა უმაღლესი განათლების კუთხით მიღწეულ შედეგებზეც, რაც ქართულ განათლების სისტემას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო აახლოებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის განათლების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა