კატალონიაში ასიათასობით ადამიანი დემონსტრაციებს დღესაც გამართავს

კატალონიის დამოუკიდებლობის ასიათასობით მხარდამჭერი ბარსელონაში დემონსტრაციების გამართვას გეგმავს. „როიტერსის“ ინფორმაციით, კატალონიის დედაქალაქისკენ მიმავალ დემონსტრანტებს „დამოუკიდებელი კატალონიის“ დროშები უჭირავთ. გადაკეტილია ქუჩები და შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. რეგიონული მატარებლები და ქალაქის მეტრო შემცირებული გრაფიკით მუშაობს.

ბარსელონას „ელ პრატის“ აეროპორტმა მიმდინარე კვირას 150 რეისი გადადო, მას შემდეგ რაც ათასობით ადამიანმა შენობასთან ბარიკადებო მოაწყო.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, კატალონიის მასშტაბით 16 ადამიანია დაკავებული, ხოლო ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამედიცინო დახმარება 42 ადამიანს გაეწია.

საპროტესტო აქციები რეგიონში 14 ოქტომბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის პატიმრობა მიუსაჯა, ასევე კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერი გასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო