გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეული კატასტროფების რისკის შემცირების და ადრეული შეტყობინებების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებითა და მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობით გაიხსნა თბილისის ზოოპარკში. კვირეულის ფარგლებში ცენტრისა და სამინისტროს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ თბილისისა და რეგიონების, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების 300-მდე მოსწავლებს და მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე ესაუბრნენ. შეხვედრები შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეები, ნარჩენების მართვა და ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკა.

გარემოსდაცვითი განათლების კვირეული, რომელიც მიზნად გარემოსდაცვითი საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს, 1977 წლის გარემოსდაცვითი განათლების პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციის შემდეგ დაწესდა. პირველი გარემოსდაცვითი განათლების მთავრობათაშორისი კონფერენცია 1977 წლის 14 ოქტომბერს თბილისში, UNESCO-სა და UNEP-ის ორგანიზებით ჩატარდა და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში განათლების როლი განსაზღვრა.

გარემოსდაცვითი განათლება კომპლექსური სწავლებაა, რომელიც საზოგადოებაში გარემოსდაცვით შეგნებას, ღირებულებებს და უნარ-ჩვევებს აყალიბებს. მისი მთავარი მიზანი გარემოს მდგომარეობაზე ადამიანის ქმედების ზეგავლენის შესწავლა და კვლევა, გარემოსდაცვითი პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების, დაცვისა და გაუმჯობესების საშუალებების ძიებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა