ნინო ბურჯანაძე - მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას, რადგან ეს ინიციატივა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე სამუდამოდ უარის თქმას ნიშნავს

მეთიუ ბრაიზა კვლავ აცოცხლებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის იმ იდეას, რომელიც კვიპროსის მოდელით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, - ასე პასუხობს “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზას განცხადებას.

ბურჯანაძე მოუწოდებს იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აჟიტირებულები არიან ნატო-ში გაწევრიანების იდეით და სთავაზობს ყურადღებით წაიკითხონ მეთიუ ბრაიზას განცხადება, სადაც ორი გზავნილი იკვეთება.

„თუ ასეთი მეგობრები არიან და ასე შესტკივათ გული საქართველოზე, მაშინ როგორც კვიპროსი მიიღეს ევროკავშირში, ასე მიგვიღონ ჩვენც ევროკავშირში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რატომ არ არის კვიპროსი ნატო-ს წევრი დღემდე, როდესაც მის ტერიტოტიაზე ნატო-ს ორი წევრი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის რესპუბლიკის ბაზებია განლაგებული? ე.ი. ამას თავისი გარკვეული მიზეზები ჰქონდა.

რაც შეეხება მეთიუ ბრაიზას ორ გზავნილს - ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს არ დაუბრუნებს და მეორე - ის ამბობს, რომ მომავალში აუცილებლად გამოჩნდებიან რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ზეწოლას მოახდენენ და საქართველოს უარს ათქმევინებენ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე. ბრაიზაც კი ვერ მალავს იმ საფრთხეებს, რომელიც ამ გადაწყვეტილების უკან დგას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აფხაზეთში და სამაჩაბლოში მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე გაწევრიანება, ამ ტერიტორიებზე სამუდამოდ უარის თქმას ნიშნავს. მოვუწოდებ ყველას, ვინც აჟიტირებულია ნატო-ს წევრობით, კარგად დაფიქრდით, ამ საკითხზე ნებისმიერი სერიოზული დისკუსია არის გზავნილი როგორც რუსეთისათვის, ასევე აფხაზებისა და ოსებისთვის და გზავილია დასავლეთისთვისაც. ჩვენ სერიოზულ სარისკო ნაბიჯებს ვდგამთ ასეთი დისკუსიის დაწყებითაც კი, რაც ჩემი აზრით არის ქვეყნის ინტერესების ღალატი და ამას ჩვენ მომავალი თაობები არ გვაპატიებენ”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს