სინერჯი კაპიტალმა კომპანია ალტასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სს სინერჯი კაპიტალმა კომპანია ალტასთან კაპიტალში შესვლის გადაწყვეტილების მისაღებად, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

სინერჯი კაპიტალსა და ალტას შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით სინერჯი კაპიტალი კომპანიის დეტალურ დიაგნოსტიკას ატარებს და შეფასების და სტრატეგიული ხედვის დამუშავების საფუძველზე იღებს კომპანია ალტას კაპიტალში შესვლის გადაწყვეტილებას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სინერჯი კაპიტალიდან აცნობეს, სინერჯი კაპიტალის საინვესტიციო პოლიტიკის მიხედვით ის კომპანიის 20% წილში შესვლის შესაძლებლობას იხილავს.

„ტექნიკით ვაჭრობის ბაზარი საკმაოდ დიდია და მზარდიც, და თან ნაკლებად კონსოლიდირებულია ჩვენთან. ამდენად სინერჯი კაპიტალისთვის ძალიან საინტერესო ბაზარია. თვითონ ალტა ამ ბაზარზე ჯამურად ყველაზე დიდი კომპანიაა და ძალიან ძლიერიც თავისი მიდგომებით, მათ შორის პარტნიორებთან ურთიერთობის, ასორტიმენტის განვითარების და დანერგვის კუთხით. ალტასთან წლებია ვთანამშრომლობთ სტრუქტურის განვითარების მიმართულებით, კარგად ვიცნობთ გუნდს და დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკვე სინერჯი კაპიტალში ამ ფორმით თანამშრომლობაც გამოგვივიდეს“, - აცხადებს სინერჯი კაპიტალის მმართველი პარტნიორი, პაპუნა ტოლიაშვილი.

„სინერჯი ჯგუფი წლებია უკვე ალტას სტრუქტურის განვითარებაშია ჩართული, აქტიურად ვთანამშრომლობთ და კარგად ვიცნობთ არსებულ გუნდს, ვენდობით და გვჯერა მათი პროფესიონალიზმის. ახლა უკვე პარტნიორის როლში ასეთი კომპანიის ყოლა დიდი კომფორტი და დასაყრდენი იქნება ჩვენთვის." - აცხადებს, ალტას დამფუძნებელი ირაკლი კაკაბაძე.

საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალის არსებულ პორტფელში ეს ამ დროისთვის ყველაზი დიდი გარიგებაა. ორგანიზაცია გეგმავს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ ერთი ასეთი მოცულობის გარიგება განახორციელოს. არსებული პორტფელი კი წელს ჯამში 10 კომპანიით გაიზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა