აკაკი ზოიძე - აზარტული თამაშების რეგულირებას ვემხრობი, თუმცა, მხოლოდ რეგულაციებით ვერაფერს გავაკეთებთ

აზარტული თამაშების რეგულირებას მე, ისევე როგორც უმრავლესობის დიდი ნაწილი, ვემხრობი. მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ გადამუშავებულ ინიციატივაზე და უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი საპარლამენტო განხილვა საჯაროა და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

„ამ თემაზე საკმაოდ ბევრი დებატი და საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობდა პარლამენტში, იმიტომ, რომ კონკრეტული ინიციატივა იყო აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით. მე თავიდან ბოლომდე ვემხრობი იმას, რომ დაწესდეს შეზღუდვები ამ კუთხით, თუმცა, მხოლოდ რეგულაციებით ვერაფერს გავაკეთებთ. აუცილებელია შესაბამისი განათლება, პოპულარიზაცია, მათ შორის ადრეული ასაკიდან, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ასეთი მავნე ჩვევების განვითარება“, - განაცხადა ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო