ვახუშტი მენაბდე - თუ რამე არსებობს ბატონი გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, ეს არის კითხვები, თუ რამე არ არსებობს, ეს არის პასუხები

თუ რამე არსებობს ბატონი გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით, ეს არის კითხვები. თუ რამე არ არსებობს, ეს არის პასუხები, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ საკითხთან დაკავშირებით პასუხები არ არსებობს, სამართლებრივი პროცედურები ბოლომდე უნდა მივიდეს, მოცემულ შემთხვევაში კი ვახუშტი მენაბდე "არ გამორიცხავს იმპიჩმენტის პროცედურის საჭიროებას".

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი იმისთვის, რომ ის პასუხები, რომელზეც მიუთითებს ბატონი გენერალური პროკურორი, დასაბუთებულად და სამართლებრივად გამართულად წარმოვუდგინოთ საზოგადოებას", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს