ომბუდსმენი - შალვა თადუმაძის მხრიდან მისი დიპლომის ოფიციალური დადასტურება და ხარისხის აღიარება, ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და ბევრ შეკითხვას მოხსნიდა

შალვა თადუმაძის მხრიდან მისი დიპლომის ოფიციალური დადასტურება და ხარისხის აღიარება, ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და ბევრ შეკითხვას მოხსნიდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, პროკურატურის და გენერალური პროკურორის სანდოობის თვალსაზრისით და იმისათვის, რომ არ დადგეს აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების საჭიროება, თადუმაძის მხრიდან „აღიარება საუკეთესო გზაა".

„რაც შეეხება ბატონი შალვა თადუმაძეს, მიმაჩნია, რომ კითხვები კიდევ არსებობს და ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები სჭირდება. ის პასუხები, რა პასუხებიც პარლამენტის სხდომაზე მოვისმინეთ, არ არის დასაბუთებული და დამაჯერებელი, ამიტომ არაერთგზის მივმართე გენერალურ პროკურორს, რომ მოახდინოს მისი დიპლომის ოფიციალური დადასტურება და ხარისხის აღიარება. ეს ბევრ პრობლემას გადაჭრიდა და ბევრ შეკითხვას მოხსნიდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო გზა. ამ საკითხზე გამოძიება რომ დაიწყოს, ამაზეც არ ვიქნები წინააღმდეგი, იმიტომ, რომ კითხვები რჩება პასუხგაუცემელი. ის არის გენერალური პროკურორი, მისი მისამართით ასეთი კითხვები არ უნდა არსებობდეს. ეს არის მნიშვნელოვანი თვითონ პროკურატურის და გენერალური პროკურორის სანდოობის თვალსაზრისით და იმისათვის, რომ არ დადგეს გამოძიების საჭიროება, მიმაჩნია, რომ აღიარება არის საუკეთესო გზა", - აღნიშნა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურას ვერ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, ვინაიდან მას სამართლის მაგისტრის ხარისხი არ აქვს.

„ჩვენ, წარმოდგენილ, უკვე 20 -კაციან სიასთან დაკავშირებით ორ კანდიდატთან მიმართებით გვაქვს კითხვები: მოქმედი გენერალური პროკურორთან და მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შემთხვევაში, პირდაპირ ვამბობთ და მიგვაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს კანდიდატისთვის დადგენილ კრიტერიუმს, ვინაიდან კანდიდატებს მოეთხოვებათ სამართლის მაგისტრის ხარისხი. ბატონ თავაძეს კი, წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, არ გააჩნია სამართლის მაგისტრის ხარისხი, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ვერ აკმაყოფილებს კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს", - განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს