ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძეს და მის „ოქტომბრელ“ მეგობრებს დავპირდი, რომ ჩემი ხელით ჩამოვკიდებ „ოქტომბრელების“ გულსაბნევს 2020 წლის არჩევნების შემდეგ

ირაკლი კობახიძეს და მის „ოქტომბრელ“ მეგობრებს მე დავპირდი, რომ ჩემი ხელით ჩამოვკიდებ „ოქტომბრელების“ გულსაბნევს, როდესაც ისინი წავლენ პარლამენტიდან 2020 წლის არჩევნების შემდეგ, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომლის თანახმად, ირაკლი კობახიძე გამორიცხავს ანა დოლიძესთან თანამშრომლობას და რა პოზიცია აქვს ანა დოლიძეს, ვისთან ერთად შეიძლება შევიდეს პარლამენტში.

ანა დოლიძის განცხადებით, მის მიერ დაანონსებული ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი საქმიანობა მტკივნეული საკითხების გარშემო მოსახლეობის მხარდაჭერას მოემსახურება.

ამასთან, ანა დოლიძეს დღეს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში მიიღებს თუ არა პოლიტიკურ ფორმას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა