სახელმწიფო ინსპექტორმა მედიას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები გააცნო

სახელმწიფო ინსპექტორი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილმა და საქართველოში ევროპის საბჭოს პროექტის უფროსმა ოფიცერმა ეთერ ყამარაულმა გახსნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის სამივე მიმართულებაზე - პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლზე და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ ცალკეულ დანაშაულთა გამოძიებაზე ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას და ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ესაუბრა. ლონდა თოლორაიამ მედიის წარმომადგენლებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონპროექტი გააცნო.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ამასთან აღინიშნა, რომ ამჟამად კონკურსის გზით საგამოძიებო დეპარტამენტის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს, რათა ამ ფუნქციის ამოქმედების დღეს - 2019 წლის 1-ელ ნოემბერს სამსახური მომზადებული შეხვდეს.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მზად არის მედიასთან თანამშრომლობისთვის, რათა საზოგადოება მუდმივად იყოს ინფორმირებული სამსახურის საქმიანობის შესახებ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს