კარლ ჰარცელი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების მოსმენაზე - გამჭვირვალე პროცესი არის დადებითი

ევროკავშირში ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში გამჭვირვალობა ყველა მხარეს აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნან კონკრეტული კანდიდატების შესახებ და "პირადად დარწმუნდნენ იმ სტანდარტებში, რასაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს".

ამასთან, ევროკავშირის ელჩმა მოსამართლეების შერჩევის საკითხზე ეუთოს დასკვნაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დასკვნის ამ ნაწილში მკვეთრი კრიტიკა იყო გამოთქმული.

„რაც შეეხება თვითონ შერჩევის პროცესს, უკვე მკაფიოდ იყო საუბარი ეუთოს ანგარიშებში. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ კრიტიკა არის გამოთქმული. ზოგადად, ეუთოს ანგარიში საკმაოდ დაბალანსებულია, თუმცა ამ ნაწილში მკვეთრია კრიტიკა. თვითონ პროცესს რაც შეეხება, რისი მომსწრენიც ვართ პარლამენტში, ჩემი შეფასებით კარგი ნიშანია ის გამჭვირვალობა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ყველა მხარეს, რომ საკუთარი შთაბეჭდილება შეიქმნას კონკრეტული კანდიდატის შესახებ, რადგანაც სწორედ ასეთი პროცესი აძლევს პარლამენტის წევრს შესაძლებლობას და აღჭურავს მას საჭირო ინფორმაციით, რომ პირადი გამოცდილებით დარწმუნდეს იმ სტანდარტებში, რასაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს - მის პროფესიულ თუ პირად კეთილსინდისიერებში, ამიტომ გამჭვირვალე პროცესი არის დადებითი", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს