აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი - საქართველოს  აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ევროპასა და აზიას შორის  სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, დაიკავოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან 2019-2023 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიზანია რეგიონული კავშირების გაღრმავება, კერძო სექტორის განვითარება. ასევე, ურბანული განვითარების მხარდასაჭერად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ADB-ის როლის გაფართოება/გავრცელება განათლების, პროფესიული განვითარებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. როგორც იცით, გასულ წელს, ვიზიტით ვიმყოფებოდი თქვენს ქვეყანაში და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ განსაკუთრებულმა ძალისხმევამ, რომელსაც საქართველო მიმართავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ.

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს