ნათია თურნავა - სამკერვალო ინდუსტრიის საჭიროებებსა და გამოწვევებს გადამზადების პროგრამებს მოვარგებთ

პრემიერ-მინისტრის დავალების ფარგლებში ვაგრძელებთ შეხვედრას სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს - ქართულ სამკერვალო ინდუსტრიას შევხვდით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამკერვალო ინდუსტრიის დარგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დარგის წარმომადგენლებმა ნათია თურნავას მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, სამკერვალო ინდუსტრია მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული დარგია და მისასალმებელია, რომ ქართული ტექსტილის წარმოება იმდენად განვითარდა რომ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, არამედ ექსპორტზეც გადის.

„ეს არის დარგი, რომელიც ასაქმებს ძალიან ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით რეგიონებში. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინე მათ წინაშე არსებული სხვადასხვა გამოწვევა. თუმცა გამოიკვეთა საერთო პრობლემა - ეს არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ამასთან, დარგში არის მზადყოფნა, კადრების არსებობის შემთხვევაში, დამატებით კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაასაქმონ. ამიტომ ვფიქრობთ, შეგვიძლია მათ საჭიროებებს მოვარგოთ გადამზადების ის პროგრამები, რაზეც განათლების სამინისტრო მუშაობს და ამ მიზნით შემდეგ შეხვედრას უკვე განათლების სამინისტროსთან ერთად დავაორგანიზებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს