ბიზნესომბუდსმენი - სამწუხაროდ, არის შემთხვევები როდესაც უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა ვერ ხდება

სამწუხაროდ, შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არაა, მაგრამ ვთვლით, რომ კომპანიების უმრავლესობა, კანონით რაცაა გათვალისწინებული, ასრულებენ, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, რა კეთდება იმისთვის , რომ სამუშაო ადგილებზე მუშების დაღუპვის შემთხვევები შემცირდეს, ლექვინაძე აცხადებს რომ გამკაცრებულია კანონმდებლობა.

„შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გასული წლის დასაწყისიდან კანონმდებლობა საკმაოდ გამკაცრებულია, განსაკუთრებით იმ კომპანიების მიმართ, სადაც მომეტებული რისკის საფრთხე არსებობს. თბილისში თუ თბილისს გარეთ ბევრმა კომპანიამ დაიწყო მოთხოვნების შესრულება, რაც ნიშნავს, რომ გარემო ბევრად გაუმჯობესებულია.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები როდესაც უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა ვერ ხდება. აქ საჭიროა მაკონტროლებლის მხრიდან აქტიური მოქმედება, რომ აღსრულების პროცესი შესაბამისი იყოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა