გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ე.წ. მუქარის წერილზე - წერილი ჯერ ჩვენთან არ შემოსულა, თუ შემოვა, რეაგირებას მოვახდენთ

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ე.წ. მუქარის წერილის დედანს პროკურატურაში მიიტანს, უწყება რეაგირებას მოახდენს.

„წერილი ჯერ ჩვენთან არ შემოსულა, თუ შემოვა რეაგირებას მოვახდენთ. როცა შემოიტანს ბატონი მამუკა თუ ბატონი ბადრი განცხადებას, კომენტარს მერე გავაკეთებთ", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. მუქარის წერილის დედანის პროკურატურისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, დაზღვევის მექანიზმზე სახალხო დამცველთან მიდის კონსულტაციები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს