სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილე - გვაქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ იმ ღონისძიებების მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად გადაიდგმება

გვაქვს მოლოდინი, რომ გავაგრძელებთ ეკონომიკურ რეფორმებს, ყველა იმ ღონისძიების მხარდაჭერას, რომელიც გადადგმული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟენგმა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას, მხარეებმა განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, ასევე, იმსჯელეს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე და მიმოიხილეს რეფორმების დინამიკა.

„ძალიან პროდუქტიული დისკუსია მქონდა საქართველოს დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობენ. მისასალმებელია ის მიღწევები, რომელიც ქვეყანაში მოხდა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეკონომიკა გაიზარდა, გახდა უფრო მოქნილი ბოლო წლების განმავლობაში, რაც აისახა სტაბილურ და სოლიდურ ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ კონსტრუქციული და პროდუქტიული ურთიერთობით, რომელიც არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს მოსახლეობას შორის“, - განაცხადა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟენგმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ასევე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა