„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს

როცა აღმასრულებელი ხელისუფლების და პროკურატურის ინსტრუმენტები აშკარა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ გამოძიებისთვის ნება აკლია, მაშინ პარლამენტის ვალია, რომ იმოქმედოს, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ბოკერიას თქმით, თუნდაც მისთვის ისეთი მიუღებელი პოლიტიკური ოპონენტის შემთხვევაში, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, სურს, რომ “სამართლებრივ ჩარჩოებში” დარჩეს და სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ “ევროპული საქართველო” აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს.

სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჩაიდინა სრულიად უპატივცემულო და უტიფარი საქციელი საზოგადოებასთან მიმართებაში, რადგან არც კი აგვიხსნა, რატომ მიიღო ასეთი სკანდალური გადაწყვეტილება აქაც გვინდა, რომ სამართლებრივ ჩარჩოში დავრჩეთ. ეს არის დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა. დღეს რა განცხადებებიც გააკეთა პროკურატურამ, გვაძლევს ეს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პოლიტიკური ნება სერიოზული გამოძიების არ არსებობს. ამიტომ სულ მალე ჩვენ სავარაუდოდ, დავსვამთ საკითხს, რომ საპარლამენტო კომისია შეიქმნას. როცა აღმასრულებელი ხელისუფლების და პროკურატურის ინსტრუმენტები აშკარად შთაბეჭდილებს ტოვებს, რომ გამოძიებისთვის ნება აკლია, მაშინ პარლამენტის ვალია, რომ იმოქმედოს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა