დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებს - არ შეგეშინდეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნის, არც დაუჯეროთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც სამსახურში თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დასაქმების ნაწილში, ნეპოტიზმის მაღალი რისკის შემცველობას ეხება.

მისი თქმით, დღეს ჟურნალისტები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ, რადგან „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღნიშნული კვლევის საფუძველზე დასმულ კითხვაზე, თუ რატომ იღებს მისი მეუღლე საჯარო სამსახურის ბიუჯეტიდან ხელფასს, ხუნდაძემ განუმარტა, რომ ეს ტყულია, რადგან მისი მეუღლე საჯარო სამსახურში საერთოდ არ მუშაობს.

ამასთან, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ დაურეკეს მას „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოდან“ და ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო, ბოდიში მოუხადეს.

„არ შეგეშინდეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნის, არც დაუჯეროთ. მათი შემოთავაზებით, არასოდეს პენსია არ უნდა გავზარდოთ. არ შეხედოთ „გამჭვირვალობას“, შეხედეთ რეალობას. „გამჭვირვალობის“ დაჯერებამ ზოგჯერ შესაძლოა, უხერხულობაც შექმნას და დღევანდელ მაგალითს მოვიყვან: ჩვენი საპატივცემული ჟურნალისტები უხერხულში ჩავარდნენ. „გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა საჯარო სამსახურის თანამდებობის პირის ოჯახის წევრების დასაქმების შემთხვევები, რომლებიც ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს და დღეს როცა შემოვდიოდი, გზა გადამიღობა პრაქტიკულად, ყველა ჟურნალისტმა და დასვეს კითხვა, რატომ მუშაობს ჩემი მეუღლე საჯარო სამსახურში და იღებს ბიუჯეტიდან ხელფასს. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. არც ერთ თეთრს ჩემი მეუღლე არ იღებს საჯარო სამსახურში ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ელემენტარულად, ის იქ არ მუშაობს. ობიექტურობიდან გამომდინარე, უნდა დავადასტურო ისიც, რომ რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა ზარი „გამჭვირვალობიდან“. პროექტის ხელმძღვანელი იყო თუ არ ვცდები და ბოდიში მოიხადა, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. ასე რომ, მეგობრებო, არც თუ ისე იშვიათად ხდება გამიზნულად დისკრედიტაცია საჯარო მოხელეების, დეპუტატების. ახლა ახლოვდება არჩევნები და ახლა თქვენთვის ობიექტი ვიქნებით ჩვენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო