პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 21 ოქტომბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, აეროდრომის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ელდარის, საცხენისის, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ზურაბ ჩაჩუას, ლაღიძისა და წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ქერჩის, გმირ კურსანტთა, ხიზაბავრისა და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, მიჩურინისა და ცინცაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, არდაზიანის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, კანდელაკის, ლვოვის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ოდესის, ონიაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ილია ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, გაბრიელ ისაკაძისა და მირზა გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს, ცაიშის, ქვალონის, აბაშისა და მეორე ქვალონის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, კერესელიძის, გუნიასა და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო