არჩილ თაბაგარი - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო დეტალურად არის ინფორმირებული „ღვინის ქარხანა # 1“-ის სასამართლო საქმის თაობაზე

„ღვინის ქარხანა # 1-მა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ “ღვინის ქარხანა #1“-დან აცნობეს, ღონისძიების მიზანს სტუმრებისთვის „ღვინის ქარხანა #1“-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა წარმოადგენდა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური დირექტორის, ზვიად ჭუმბურიძის თქმით, „ღვინის ქარხანა #1“ ბიზნეს საბჭოს მეასე წევრი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ამ უნიკალურ „ღვინის ქარხანა#1-ში“, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ევროკავშირ- საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი კომპანიები და ჟურნალისტები. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს არის ბიზნეს საბჭოსთვის განსაკუთრებული დღე, ვინაიდან, „ღვინის ქარხანა #1“ გახდა ბიზნეს საბჭოს მეასე წევრი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ კომპანია „ღვინის ქარხანა #1“- ში.

ამავე დღეს, დიპლომატიურ კორპუსს, ღვინის ქარხნის დამფუძნებლებმა ისტორიული ქარხნის შესახებ უამბეს და დაათვალიერებინეს. ამასთან, საუბარი ზოგადად ბიზნესის განვითრებასა და ზოგადად, ქართულ ბიზნეს კლიმატსაც შეეხო.

„მსგავსი შეხვედრები მომგებიანია უცხოელი დიპლომატებისთვის. ისინი პირველწყაროსგან შეიტყობენ ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი საქართველოში. ასევე, იმ ბიზნესმენებისთვის ვისაც აინტერესებს უცხოელი პარტნიორები. რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსი ერთ-ერთი მხარდამჭერია ბიზნესის განვითარებისთვის“,- განაცხადა ჭუმბურიძემ.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა. მისი თქმით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გარშემოც არის შექმნილი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პლატფორმა - თავისუფლების ქარხანა.

„როგორც ცნობილია, დღეს ღვინის ქარხანაში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის და საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგნელბი, ასევე საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გარშემოც არის შექმნილი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პლატფორმა - თავისუფლების ქარხანა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობა იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს ღვინის ქარხნის წინააღმდეგ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო დეტალურად არის ინფორმირებული მოცემული სასამართლო საქმის თაობაზე და განსაკუთრებული ინტერესით ადენებს თვალს ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს! შესაბამისად 24 ოქტომბერს, როდესაც ღვინის ქარხნის საქმეზე გაიმართება სასამართლო სხდომა, განმხილველი პალატა მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, კერძოდ, უარს ეტყვის მოდავე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რითიც იმავდროულად დაიცავს ქყვეყნის საინვესტიციო იმიჯს,“ - აღნიშნა არჩილ თაბაგარმა.

„ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ განმხილველი პალატა მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რითაც ამავდროულად დაიცავს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს.

„24 ოქტომბერს ველით, რომ სიცრუეზე აგებული სარჩელი დარჩება დაუკმაყოფილებელი“, - მიაჩნია არჩილ თაბაგარს.

„ღვინის ქარხანა #1“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე. მისი თქმით, მეტი გამჭვირვალობისთვის ბიზნესომბუდსმენი სასამართლო სხდომაზე მათ წარმომადგენელ იურისტს გამოგზავნის.

„აღნიშნული დავა ეხება ბიზნესს შორის კერძო დავას. სადაც ბიზნესომბუდსმენის კომპეტენცია და ფუნქციები იმ კანონის მიხედვით, რომელიც გვარეგულირებს, შეზღუდულია. ჩვენ მივესალმებით ამ პროცესის გამჭვირვალობას. კარგია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი წარმომადგენელი მუდმივად ესწრებოდეს სასამართლო სხდომებს. მართალია, ჩვენი პოზიცია არ არის დაფიქსირებული, ვერ გვექნება პოზიცია ჩვენი კომპეტენციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე. თუმცა, ზოგადად პროცესის შეფასებისთვის, ჩვენი წარმომადგენელი მუდმივად არის აღნიშნულ პროცესზე წარმოდგენილი“, - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ღვინის ქარხანა #1“-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია წარმოადგინა. კერძოდ, თბილისში, „ღვინის ქარხანა #1“-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარულებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს