გიორგი გახარია - ნათია თურნავა არის ჩვენი კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა

ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორები, რომელსაც ავრცელებენ”, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ასევე უწყებას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო