ერეკლე კუხიანიძე ლევან ხაბეიშვილს - შენი მჯერა, როცა ფეკალიებზე ლაპარაკობ, რადგან ფეკალიების სპეციალისტი ხარ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე კუხიანიძემ ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და მათ კრიტიკას უსამართლო უწოდა.

კუხიანიძე თბილისის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წყალი დაბინძურებული არ არის.

„თბილისის ზღვაში ფეკალიების ჩაღვრაზე იყო საუბარი და ოპოზიციამ ამაზე ბევრი ილაპარაკა. დედაქალაქის მერიამ განაცხადა, რომ წყალი დაბინძურებული არ იყო, რასაც ოპოზიციის მხრიდან ახალი აჟიოტაჟი მოჰყვა, ეს არის დემაგოგია. შენი მჯერა, როცა ფეკალიებზე ლაპარაკობ, რადგან ფეკალიების სპეციალისტი ხარ. ამიტომ შენი განცხადება მივიღეთ როგორც ფაქტი. დანარჩენი მივანდეთ პროფესიონალებს, მივანდეთ იმ სამსახურებს, რომლებიც ტექნიკურად აანალიზებენ საფრთხეებს. მათ განაცხადეს, რომ საშიშროება არ არსებობს და წყალი დაბინძურებული არ არის,“ - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა