საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ-წევრი აირჩიეს. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 12 პროკურორ-წევრიდან პროკურორებმა ნდობა 6 პირს გამოუცხადეს. ისინი მომავალი 4 წლის განმავლონაში იქნებიან საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში.
საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ: ამირან გულუაშვილი; გვანცა გვიმრაძე; ირაკლი გაჩეჩილაძე; ვლადიმერ ნარინდოშვილი; მერაბ ჯერანაშვილი; ილია ჯანაშია.
საპროკურორო საბჭოს ახალი წევრების არჩევის უცილებლობა დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება საბჭოს მოქმედ, ექვს პროკურორ წევრს: გოჩა ფარულავას, კოტე სირაძეს, გიგა ძნელაძეს, ანა კალანდაძეს, ანზორ უსტიაძეს და მამუკა ფიფიას.
კონფერენცია საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ მოიწვია.
შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში სულ 15 არჩეული წევრია,მათ შორის, 8 პროკურორია. საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. მათგან მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს.