შალვა თადუმაძე ე.წ. მუქარის წერილზე - ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ,- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ე.წ. მუქარის წერილის წარდგენას პროკურატურისთვის აპირებს.

"ჩემთან არ არის წარმოდგენილი აღნიშნილი წერილი. შესაბამისად, მე არ ვიცი. ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ", - განაცხადა თადუმაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული წერილი ფარატინა ფურცელი,

გენერალური პროკურორი პასუხობს,რომ უწყება ამას დაადგენს.

"ჩვენ ვნახავთ, არის თუ არა ეს ფარატინა ფურცელი და თუ ფარატინა ფურცელია გეტყვით, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი", - განაცხადა თადუმაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო