რიმა ბერაძე - აჟიოტაჟი, რომელიც ტაქსებისა თუ ავტობუსების ირგვლივ არსებულ სიახლეებზე კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ ანტიპიარის გაკეთების მცდელობაა

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ უპასუხა.

მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მთავრობის მისამართით გაკეთებული არაობიექტური განცხადებები, წინგადადგმული ნაბიჯების გადაფარვის მცდელობაა.

,,ძალიან არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ქალაქი საიმისოდ, რომ შეგეძლოს მსგავსი არაობიექტური კომენტარები გააკეთო. მინდა, ოპოზიციას შევახსენო, წლების წინ, ყვითელი ავტობუსების შემოყვანის პრეცედენტი, როცა უხარისხო, ფაქტობრივად ჩამოწერილი ავტობუსები ქალაქის ავტოპარკს შეუძინეს და უბრალოდ გადაღებეს. პარალელურად კი ათეულობით მილიონი ლარი გაათეთრეს, დედაქალაქის მერმა, შეძლო და მილიარდ ორას მილიონიანი ბიუჯეტი თბილისის მცხოვრებლების კეთილდღეობას მოახმარა. აჟიოტაჟი, რომელიც ტაქსებისა თუ ავტობუსების ირგვლივ არსებულ სიახლეებზე კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ ანტიპიარის გაკეთების მცდელობაა“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო