პარლამენტი საპენსიო სააგენტოს აუდიტის განხორციელებისთვის  აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა. უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება და ცნობილი გახდება აუდიტორული კომპანია, რომელიც საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს. კომისიამ აუდიტორული კომპანია 21 ნოემბრამდე უნდა გამოავლინოს.

როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2018 წლის გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ერნსტ ენდ იანგიმ“ განახორციელა.​

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს