ბარსელონაში მანიფესტაციაში 525 ათასი ადამიანი მონაწილეობს - პოლიციასთან შეტაკებები განახლდა

ბარსელონაში მანიფესტაციაში 525 ათასი ადამიანი მონაწილეობს. ბლოკირებულია სატრანსპორტო მაგისტრალები, მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგური დახურულია. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

კატალონიის მთავრობის მეთაურმა კიმ ტორამ „ტვიტერში“ აქციის მონაწილეების მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა.

„ვულოცავ თავისუფლების მარშის მონაწილეებს, რომლებმაც მთელი ქვეყანა მოიცვეს. მადლობა ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მშვიდობიანი სამოქალაქო ძალის დემონსტრირება მოახდინა. ჩვენ გავიმარჯვებთ და წინსვლას გავაგრძელებთ“, - წერს კიმ ტორა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარსელონაში კვლავ დაიწყო არეულობები და პოლიციასთან შეტაკებები. მანამდე შეტაკებების შედეგად, 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 16 კი დააკავეს.

კატალონიაში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც კატალონიის მთავრობის ყოფილ წარმომადგენლებს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. ისინი კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას ცდილობდნენ.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს