ექიმის ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია, მამაკაცს სხეულის დაახლოებით 60% აქვს დამწვარი

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი.

"პაციენტი დილის 9 საათზე შემოიყვანეს, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი", - განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ სამი პირს, რომლებიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი მე-8 საავადმყოფო) არიან შეყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, კლინიკაში შეყვანილია სამი ადამიანი, ორი მამაკაცი და ერთი ქალი. მათგან, ორს აქვს მსუბუქი ჭრილობები მტევანზე, რომელიც მინის დამსხვრევის შედეგად აქვთ მიღებული, ხოლო ქალს, რომელიც იატაკის ჩანგრევის შედეგად დაშავდა, გამოკვლევები უტარდება და მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება.

იხილეთ ვიდეო: გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა უმძიმესია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა