ვახტანგ გომელაური - ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ იყო გაფრთხილებული, რომ არ დაეერთებინათ გამათბობელი, ჩაუჭრეს კიდეც -  გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება

გურამიშვილის გამზირზე, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ვითარებას გაეცნო.

როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დასრულდება, გამოძიება დაადგენს, მომხდართან დაკავშირებით ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში აფეთქება გამოიწვია, რამაც კორპუსის, რამდენიმე სართულის დაზიანება გამოიწვია, ასევე წინამდებარე კორპუსის მინები ჩაიმსხვრა, დაღუპული საბედნიეროდ, არავინ არის, ერთი ადამიანია შედარებით მძიმე, რომელიც რეანიმაციაშია გადაყვანილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა. 4 ადამიანია მსუბუქად დაზიანებული, მალე გამოწერენ საავადმყოფოდან. როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ იყო გაფრთხილებული, რომ არ დაერთებინათ, ჩაუჭრეს კიდეც, ექსპერტიზა დაადგენს მიერთება მოახდინა ამ ადამიანმა და ამან გამოიწვია სავარაუდოდ, აფეთქება თუ არა, ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია.

კანონით, ჩვენ კარს ვერ შევუნგრევდით იმ მიზეზით, რომ გადაგვემოწმებინა დააერთა თუ არა, ამის უფლება არ გვაქვს, რომ იძულებით დავათვალიეროთ გამათბობელი თუ გაზქურა. ვერაფერს გეტყვით, ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიება დაადგენს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება“, - განაცხადა გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა