გიორგი გაბუნიას ადვოკატი - პროკურატურის ძირითადი მიზანი, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, ნიკა გვარამიას დაკავება და „მთავარი არხის“ განეიტრალებაა

„ძირითადი მიზანი, ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით უკვე „მთავარი არხის“ განეიტრალება და მისი მაუწყებლობის შეფერხება“, - ამის შესახებ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გაბუნიას გამოკითხვაზე დაბარება „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტების დაკითხვების სერიის ნაწილია.

„ეს არის „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტების დაკითხვების სერიის გაგრძელება, რომლებიც ახლა უკვე საქმიანობენ „მთავარ არხზე“ და „ფორმულაზე“. რეალურად, გამოძიებას, ალბათ, იგივე შინაარსის კითხვები ექნება, რა კითხვებიც ჰქონდა ნოდარ მელაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ზაალ უდუმაშვილთან. არ ვიცი, შეიძლება, გამოძიებას აინტერესებდეს, როგორ აკეთებდნენ ასეთ წარმატებულ პროდუქტს და რატომ იყო „რუსთავი 2“ ასეთი რეიტინგული, როდესაც ეს ადამიანები მუშაობდნენ ამ არხზე. გაუთქმელობას რაც შეეხება, პრინციპში, აქამდე მოწმის სახით გამოკითხული ყველა პირი დაავალდებულეს, რომ არ გაემჟღავნებინათ ინფორმაცია, რაც მათთვის ცნობილი გახდა გამოკითხვისას და სავარაუდოდ, ეს გიორგი გაბუნიასაც შეეხება“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე 20 ივლისს და მას შემდეგ მიმდინარეობს. მანვე უპასუხა კითხვას გამოძიების რეალური მიზნების შესახებ.

„პრინციპში, ძირითადი მიზანი, ამ შემთხვევაში პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის, არის ნიკა გვარამიას დაკავება და ამის მეშვეობით უკვე „მთავარი არხის“ განეიტრალება და მისი მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მომავალში მოხერხდება“, - განაცხადა ადვოკატმა.

თავად გიორგი გაბუნიას პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა