მესტიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

მესტიის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალი ოფისი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან ერთად გახსნა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ღონისძიებებს ისეთი მნიშვნელოვან მიმართულებებზე ახორციელებს, როგორებიცაა: სურსათის უვნებლობა, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვა. შენობაში, ასევე, განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სოფლის მეურნეობის ლაბორატორია. მინისტრმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი მაღალმთიან რეგიონების განვითარება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაა. სვანეთი ერთ-ერთი ტურისტულად მნიშვნელოვანი მხარეა და უვნებლობის სტანდარტების დანერგვა, ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების ინტერესების და ჯანმრთელობს დაცვა უმნიშვნელოვანესია, რასაც ხელს შეუწყობს თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

„მესტიაში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, როდესაც მზარდია ტურისტული ნაკადი და ჩვენ გვინდა მაღალ ხარისხიანი სერვისი შეთავაზება მომხმარებლისთვის,უმნიშვნელოვანესია და ასეთინ პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ახალი ოფისები მესტიასა და საჩხერეში ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, მიიღოს ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ და აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

ახალი შენობის გახსნას ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჯორჯ დეჰუ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასებით, ასევე გაიხსნა აბაშაშიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო