გიორგი გაბუნია - მცდელობაა, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოხდეს - ვერ გეტყვით პროკურატურაში რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს

“იმის მცდელობაა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს”,- ამის შესახებ გადაცემა “პოსტ ფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მან ხელი მოაწერა გაუთქმელობის შეთანხმებას და დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიების მიზანი “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა.

“იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. რომ გითხრათ, რომ ჩემ მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ რაიმე რადიკალური ცვლილება შეიტანოს ამ საქმეში, ნამდვილად არა. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, “მთავარი არხისთვის” ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი. ვინაიდან ვამბობ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერისკენ მიჰყავთ ეს საქმე, ლოგიკურად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გვარამიას ეხებოდა შეკითხვები. ვერ გეტყვით რაზე დაგვისვეს შეკითხვები, საქმე ეხება სხვადასხვა თანხებს", - განაცხადა გაბუნიამ.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყო დაბარებული.

იხილეთ ვიდეო: გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა