ნინო ზამბახიძე - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს პოპულარიზებას ხელს უწყობს

აბრეშუმის გზის ფორუმი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება უცხოური ინვესტიციები და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება, - განაცხადა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრისას.

ნინო ზამბახიძის განცხადებით, ფორუმი საშუალებას აძლევს როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორს, დაამყაროს კავშირები და უცხოელ დელეგატებთან და შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილოს.

ცნობისთვის, რიგით მესამე აბრეშუმის გზის ფორუმზე 60 - ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატია მოწვეული. მათ შორის ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა