ვახტანგ გომელაური - ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვისაუბრეთ შსს-ს ბიუჯეტზე, საიდუმლო შესყიდვებზე, ასევე საზღვრის პრობლემებზე

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ასევე, საუბარი იყო საზღვრის პრობლემებზე“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომის შემდგომ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე საიდუმლო შესყიდვებს.

„ნდობის ჯგუფის სხდომაზე ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე, ვისაუბრეთ საიდუმლო შესყიდვებზე, რაც ძალიან მცირე აქვს შსს-ს სხვა ძალოვან სტრუქტურებთან შედარებით და იმაზე, თუ რას ვგეგმავთ 2020 წელს, რის შესყიდვას ვაპირებთ, ბიუჯეტი როგორ არის გაწერილი. ასევე, ვისაუბრეთ ხელფასების ზრდის თემაზე, 2019 წელს რამდენ ადამიანს მოემატა ხელფასი, რა რაოდენობით და რას ვაპირებთ 2020 წელს, თუ რამდენ ადამიანს რა რაოდენობით მოემატება. იყო საუბარი საზღვრის პრობლემებზე, აქ რამდენიმე მიმართულებით გვაქვს პრობლემები, ვთქვათ, იგივე აზერბაიჯანის მიმართულებით, ამაზე იყო საუბარი და ეს პრობლემა თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა, დემარკაცია-დელიმიტაციის თემაზე პრობლემა გვაქვს ასევე სომხეთთან, მოგეხსენებათ, ეს ძალიან შრომატევადია და ამას ერთ თვეში და ერთ წელში არ ველოდებით, რომ რაღაც უცებ გადაწყდება ეს ყველაფერი, ამაზე ვმუშაობთ. ამ თემებზე ვისაუბრეთ და კიდევ სხვადასხვა თემას შევეხეთ", - განაცხადა გომელაურმა.

მანვე უპასუხა კითხვას, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტულად რას შეეხო საუბარი.

„პროპორციებზე ვისაუბრეთ და მე ჩემი აზრი ვუთხარი, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გომელაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა