გიორგი გახარია - ჩემი ძირითადი ამოცანაა არა 10-წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ჩვენი ხალხისთვის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება

პროფესიული, განათლებული, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა, კარგი სამედიცინო მომსახურეობა, ძლიერი, კეთილსინდისიერი და სამართლიანი სამართალდამცავი სისტემა - ეს ყველაფერი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ შიდა ქართლში მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული შეხვედრების მიზანია სახელმწიფო მეწარმეებს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ ხართ ის ხალხი, ვინც სხვა ადამიანებს ასაქმებთ და აძლევთ იმის საშუალებას, რომ მათაც ღირსეულად შეინახონ თავიანთი ოჯახები. მთლიანად საზოგადოების ვალდებულებაა, პირველ რიგში ჩვენს ბავშვებზე ვიზრუნოთ, მათ მომავალზე, მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე; ჩვენს მოხუცებზე, იმ ხალხზე, რომლებიც წლები ემსახურნენ ამ ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა სად. ამ ყველაფრისთვის უნდა ვიშრომოთ ყოველდღე, რომ შევქმნათ დამატებით სამუშაო ადგილები.

ჩემი ძირითადი ამოცანაა, არა 10-წლიან სტრატეგიულ გეგმებზე მუშაობა, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დახმარება. სხვა ფუნქცია ახლა მე არ მაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო