ვახტანგ გომელაური რუსთავში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებზე - მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული ის უმკაცრესად დაისაჯა

მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული ის უმკაცრესად დაისაჯა, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რუსთავში მოკლული ახალგაზრდის საქმეზე დაკავებული პოლიციელების შესახებ და იმაზე, თუ რატომ რჩებიან თანამდებობაზე მათი ხელმძღვანელი პირები.

„მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. მათი ხელმძღვანელი პირი მე ვარ, მე უნდა გადავდგე? ყველა ხელმძღვანელები ვართ, ადამიანმა თუ ჩაიდინა დანაშაული, ის დაისაჯა უმკაცრესად. ხელმძღვანელი, ვთქვათ იგივე დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რატომ უნდა გადადგეს? შეიძლება დეპარტამენტში იყოს 500-600 ადამიანი“. რიგითმა რაღაც დააშავა, რატომ უნდა გადადგეს დეპარტამენტის ხელმძღვანელი? პირიქით, უნდა დასაჯო, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაული იყო და პროკურატურამ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს