ვახტანგ გომელაური - დაველოდოთ ექსპერტებს, გამოძიებას, ისინი დადებენ ზუსტ პასუხს, თუ რამ გამოიწვია კორპუსში აფეთქება

„ხაზს ვუსვამ, რომ ჯერ დაველოდოთ ექსპერტებს, გამოძიებას და დადებენ ისინი ზუსტ პასუხს, თუ რამ გამოიწვია აფეთქება“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა გურამიშვილზე მომხდარ აფეთქებას.

„სამწუხაროდ, ცუდი ფაქტი მოხდა. ეს პრობლემა ისევ და ისევ დგას მთელ საქართველოში, გაზის თვითნებურ ჩართვებზე, ეს გამათბობელი იქნება, გამაცხელებელი თუ გაზქურა. ოჯახი გაფრთხილებული იყო, როცა ჩაუხსნეს, რომ თვითნებურად არ დაეერთებინათ გაზის თუ წყლის გამათბობებელი. სავარაუდოდ, ისევ იგივე განახორციელა ამ ოჯახმა, რამაც გამოიწვია აფეთქება, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჯერ დაველოდოთ ექსპერტებს, გამოძიებას და დადებენ ისინი ზუსტ პასუხს, თუ რამ გამოიწვია აფეთქება - ეს იყო რაღაც ტექნიკური გაუმართაობა, თვითდაერთება თუ სხვა რაღაც“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო